სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ადიგენის გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე სოფლების, მლაშე-ფლატე-არზნის 1415-მეტრიანი, კახარეთის 1492-მეტრიანი, საღრძის 991-მეტრიანი, ბენარა–უნწის 1495-მეტრიანი შიდა გზის აღდგენა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, წყალგამტარი მილ–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
„აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, ათეულობით წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევდა.
ასევე, გორგულიდან შოშხოთის მიმართულებით მოიხრეშება 1634 მეტრი გზა. სოფელ შოლავერში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის აღდგენა და 150-ტონიანი წყლის რეზერვუარის მშენებლობა.
2017 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად ხორციელდება 5 მასშტაბური პროექტი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისაგან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 2 433 302 ლარია გათვალისწინებული", აცხადებენ ადიგენის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.