დიდი ოცეულის სამიტის გახსნის წინ ჰამბურგში პოლიციასა და პროტესტანტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი
06-07-2017, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, სადაც პარასკევს დიდი ოცეულის სამიტი იხსნება, პოლიციასა და პროტესტანტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

 


როგორც BBC იუწყება, პოლიცია წყლის ჭავლით შეეცადა მარშირებაში მონაწილე ათასობით ადამიანის დაშლას, რომელთაც ხელთ ეკავათ ბანერები წარწერებით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ და „განადგურება დიდ ოცეულს“.

 


მსოფლიო ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფართო სპექტრის საკითხებზე მოლაპარაკებების საწარმოებლად უკვე ჰამბურგში იმყოფებიან.

 


მოელიან, რომ კლიმატის ცვლილებასა და ვაჭრობის საკითხზე მათ შორის დაძაბული მოლაპარაკებები წარიმართება.

 


ტელევიზიით გასულ რეპორტაჟებში ჩანს, თუ როგორ ესვრიან ბოთლებს, ქვებს და სხვა საგნებს პოლიციელებს შავებში ჩაცმული ნიღბიანი ანტი-კაპიტალისტი აქტივისტები, ხოლო მედიკოსები დახმარებას უწევენ ადამიანებს; სხვა პროტესტანტები კი ქუჩებში დროებით ბარიკადებს აშენებდნენ.

 


სამიტის განმავლობაში ჰამბურგში 100 000-ამდე პროტესტანტის გამოსვლას მოელიან. უფრო ადრე პოლიციამ შესაძლო ძალადობის შესახებ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება და თქვა, რომ მათ გარკვეული ოდენობის შინნაკეთი იარაღის კონფისკაცია მოახდინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი