გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე
07-07-2017, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, ამერიკის ელჩს და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მისალოც მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა დასავლური ღირებულებების ერთგულებასა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესზე ისაუბრა.

 


გიორგი მარგველაშვილი მიესალმა პრემიერის წინადადებას საკონსტიტუციო პროცესში აქტიური დიალოგის შესახებ, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს აქტიურად ჩაერთონ საკონსტიტუციო დიალოგში, და საპარლამენტო უმრავლესობას კი - არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე.

 


„კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი ამაღელვებელი ტექსტი, როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაციაა.

 


ამ დეკლარაციის ავტორები ნათლად ხედავდნენ, რომ ადამიანი გაჩენილია თავისუფალი უფლებით, ღმერთისგან მიცემული უფლებით- ესწრაფოდეს ბედნიერებას და ამ განცხადებას აფუძნებენ და ხელს აწერენ თავისი სიცოცხლით, თავის ქონებით და თავისი ღირსებით.

 


გამომდინარე იქედან, რომ ამერიკელმა ხალხმა 240 წელზე მეტი შესძლო ამ იდეალების მსახურება, ვართ ჩვენ აქ და ვზეიმობთ თქვენთან ერთად.

 


სწორედ იმიტომ რომ, ამ მაღალი იდეალების მსახურება შეძლო თქვენმა ქვეყანამ და ერმა, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ვართ თქვენი მოკავშირეები. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ჩვენი მამაკაცი და ქალი სამხედროები თქვენს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან. ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს.

 


დღეს, როდესაც აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, აღვნიშნავთ ყველა იმ ადამიანის ღვაწლს, რომელმაც ამ 200-ზე მეტი წელია არ დასწია დაბლა მაღალი იდეალების დროშა და ბოლომდე ემსახურებოდა მას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 


ეს გზაგასაყარი ყოველდღე დგება და დღესაც, როდესაც საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაღრმავების მიმართულებით ჩვენ ყურადღებით ვუბრუნდებით ამ იდეალებს.

 


ამიტომაც, მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტიდან-საკონსტიტუციო პროცესში, მინდა მივესალმო პრემიერმინისტრის წინადადებას საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური დიალოგის შესახებ.

 


მინდა მოუწოდო პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, საზოგადოებრივ ჯგუფებს აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პორცესში, რათა კონსიტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ისე, როგორც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან სულ რამდენიმე წელიწადში შექმნეს შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

 


მინდა მოუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტკურ პროცესზე და აქტიურად დიალოგი აწარმოოს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან.
ასეთი აქტიური დიალოგით ჩვენ ვიქნებით ერთგული იმ ღირებულებების, რომელიც არსებობს ქართულ კულტურაში, იმ ღირებულებების, რომელთაც დღეს აღვნიშნავთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტი სადღესასწაულო მიღებაზე ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი