ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ქალაქის მოსახლეობას და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ უცხადებს მადლობას იმ ნდობისა და მხარდაჭერისათვის, რაც მათ მის მიმართ გამოხატეს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ხალხის თანადგომაა.
„მე ჩემს ასაკში ქალაქმა რომ დამდო პატივი და მოსახლეობამ ამირჩია, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი. მით უმეტეს, არავითარი ‘ჩაწყობა-მოწყობა’ არ მქონია. მითხრეს, უნდა წახვიდე, წამოაყენეს მერად ჩემი კანდიდატურა. მე პენსიონერი ვიყავი, ვარ შსს-ს თადარიგის პოლკოვნიკი, 36 წელი მაქვს ნამუშევარი ორგანოებში, მაქვს წარმატებები, ბევრი მადლობაც მაქვს გამოცხადებული, ჯილდოებიც მაქვს მიღებული. მაქვს ჩემი კლინიკა, სადაც ვმუშაობდი, უნივერსიტეეტში ლექციებსაც ვკითხულობ, მაგრამ როცა დასჭირდა საქმეს, გავბედე და წავედი, ავიღე ტვირთი“, უთხრა Guardian.ge-ს ვლადიმერ ზედგინიძემ და აღნიშნა, რომ 2016 წლის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების შედგომიდან დღემდე მისი დაპირებების უდიდესი ნაწილი შეასრულა და ვადის ამოწურვამდე მაქსიმალურად ეცდება დარჩენილი პრობლემების მოგვარებას.
Guardian.ge-ს კითხვაზე, თუ სად განაგრძობს საქმიანობას მომავალში, ახალციხის მერმა ასე უპასუხა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კმაყოფილი არასდროს არ მეყოლება, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ ხალხი მხარში მიდგას. მეორე ტურში გავიმარჯვე, ამირჩია მოსახლეობამ, დამდო პატივი. ცხრა თვეში რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მე ამას მაინც გავაკეთებდი, როგორი ხელისშეშლაც არ უნდა ყოფილიყო. მე ვთვლი, რომ მე გავიმარჯვე, გავიმარჯვე ჩემს თავზე. თუ მოსახლეობას ექნება სურვილი, კიდევ შემწევს ძალა საქმის კეთების, თუ არადა, წავალ ჩემთვის წყნარად და განვაგრძობ იმავე საქმიანობას, რასაც 2005 წლის შემდგომ, მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე ვეწეოდი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.