გადაუღებელმა წვიმამ ზემო რაჭის სოფლები დააზიანა
07-07-2017, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მიმდინარე კვირაში მოსული უხვი ნალექის შედეგად,  მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა.

 

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა ხიდები, ნაპირსამაგრები; დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, წარმოიქმნა მეწყრული ზონები.

 

 

ქუთაისი-ალპანა-შოვი-მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე წარმოქმნილია მეწყრული კერები; ადიდებულმა მდინარემ სოფელ გონაში წაიღო 2 საავტომობილო ხიდი; ნაპირსამაგრი დაზიანდა სოფელ უწერაშიც, რამაც გამოიწვია სასოფლო–სამეურნეო სავარგულების ნაწილისა და მინერალური წყლის „ნაპერწკალას“ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა; ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა დააზიანა საგლოლო–ღების სახელმწიფო გზის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც ამ ეტაპზე აღდგენილია, თუმცა, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით; გაიხსნა ჭიორა–საგლოლოს დამაკავშირებელი გზაც.

 

 

შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, შესაძლებლობის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა, გარკვეული მიმართულებებით პრობლემები კვლავ რჩება.



მდინარეების ფონის დაწევასთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება", აღნიშნულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი