საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ გამოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო პოლიციასა და კარაბინერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტთა მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი დანიელე სივიკო დაესწრნენ.
დღესვე, საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყოველწლიურ გეგმას ხელი მოეწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.