გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები შედგა, რომელიც დაგეგმილზე გაცილებით მეტ ხანს, 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. მას ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი. ეს იყო პირველი შეხვედრა შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომლებსაც აქამდე ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი გააჩნდათ და პირისიპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ძალზე ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდათ - ხელის ჩამორთმევის დონეზე.
შეხვედრის დასაწყისში პუტინმა და ტრამპმა განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან ერთმანეთის ნახვითა და გაცნობით. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს განიხილონ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები. მან გამოხატა რწმენა, რომ შეხვედრა შედეგის მომტანი იქნება.

მათ ორთავემ განაცხადეს, რომ სურთ გამოსწორება ურთიერთობების, რომელიც სირიისა და უკრაინის კრიზისის და ასევე რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო დაზიანდა.
დიდი ოცეულის სამიტის წინა დღეს 76-მა პოლიციის ოფიცერმა მიიღო დაზიანებები პროტესტანტებთან შეხლა-შემოხლისას. შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის პარასკევსაც გაგრძელდა.
დასავლური მედიის ცნობით, პრეზიდენტებმა ძირითადად სირიისა და უკრაინის საკითხებზე მოახდინეს ფოკუსირება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთს შეაჩეროს უკრაინის და სხვა ქვეყნების „დესტაბილიზაცია“ და დაასრულოს „მტრული რეჟიმების“, ისეთის, როგორიცაა სირია და ირანი, მხარდაჭერა.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საუბრისას ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა რუსეთს „შეუერთდეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების რიგებს“ და „საერთო მტრებთან ბრძოლას თავისივე ცივილიზაციის დასაცავად“.
კრემლს საპასუხო კომენტარები არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.