ჩრდილოეთ სინაზე ეგვიპტის არმიის საჯარისო ფორმირების შლაგბაუმის ორი ავტომანქანის მიერ გარღვევის და აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 26-ზე მეტმა მიიღო დაზიანებები. ინფორმაციას „როიტერსი“ უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ალ ჯაზირას“ ცნობით კი გარდაცვლილია სულ მცირე 26 კარისკაცი, მათ შორის მაღალი რანგის პოლკოვნიკი აჰმედ ელ-მანსი - შლაგბაუმთან, სამხედროებსა და თავდამსხმელებს შორის გამართული ბრძოლებისას კი 40 მებრძოლი დაიღუპა.
ორი ავტომანქანა, რომელშიც ბომბები იყო დამონტაჟებული სასაზღვრო ქალაქ რაფაჰას განაპირას, სოფელ ელ-ბარტში სამხედროების ობიექტზე შეიჭრა და აფეთქდა, ინციდენტი კი ამით არ ამოწურულა და მას მალევე მოჰყვა ათეულობით ფეხოსან ნიღბიან მებრძოლებსა და ჯარისკაცებს შორის მძიმე ბრძოლები, იუწყება „ალ ჯაზირა“.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობთ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.