ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.
ხობის გამგეობის ცნობით, პირველადი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ასამდე ოჯახი დაზარლდა.
უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები; ჩამოირეცხა შიდა სასოფლო გზები; ზუგდიდი-თბილისის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
გამგეობის ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში ამჟამად არ წვიმს, მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.