თავდაცვის მინისტრმა GAU-ს კურსდამთავრებულებს გამოსაშვებ ცერემონიალზე სიტყვით მიმართა
08-07-2017, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კურსდამთავრებულთა მეათე საიუბილეო გამოსაშვებ ცერემონიალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე კურსდამთავრებულს სიტყვით მიმართა.

 


ლევან იზორიამ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი წარმატებული კარიერისათვის კარგ პლატფორმას იძლევა.

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, GAU-მ არსებობის 12 წლის მანძილზე ბევრი ამბიციური პროექტი განახორციელა და საერთაშორისო ჩართულობით განვითარების მზარდი პოტენციალი აქვს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსაც შეეხო და ყურადღება თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის საკითხზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ახალგაზრდებს მიზნისკენ სწრაფვა და ქვეყნის აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა უსურვა.

 


GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან სალექციო საქმიანობა აკავშირებდა. მან უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა.

 


ცერემონიალზე სტუდენტებს სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა; ვიდეოკონფერენციის საშუალებით კი, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორმა პეტრ ოცელიკმა და აზერბაიჯანის შაჰდაგის საერთაშორისო პროექტის წარმომადგენელმა შარმან შუმ მიულოცეს.

 


მოგვიანებით, ლევან იზორიამ რეიტინგით პირველ და მეორე ადგილზე გასული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები სიგელებით დააჯილდოვა.

 

 

ცერემონია, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარდა, დიპლომების გადაცემითა და საზეიმო მიღებით დასრულდა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს თავდაცვის სამინისტროსა და GAU-ს მიერ ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა სახის სოციალური აქტივობების განხორციელება წარმოადგენს.

 


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2005 წლიდან განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას ემსახურება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი