ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ლიდერებიც კი ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ აღკვეთონ მოხალისეების სირიაში წასვლა
15-04-2015, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პრემიერ-მინისტრი პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში წავსლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პრობლემის წინაშე მთელი მსოფლიო დგას.


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის და მსოფლიო ლიდერებიც კი ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ აღკვეთონ მოხალისეების სირიაში წასვლა.


„არ მინდა პარალელი გავავლო წინა მთავრობას და ჩვენ მთავრობას შორის თუ რა პოლიტიკა არსებობდა. მე ერთ მაგალითს შევახსენებ მოსახლეობას, ლაფანყურის სპეცოპერაციას, რაც წინა მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო.


შეიარაღებული ჯგუფები გადაადგილდებოდნენ თავისუფლად საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, რომ თუნდაც სოჭის ოლიმპიადის დროს ეს ტერიტორია გაკონტროლებული გვქონოდა.


ეს მთელი მსოფლიოს თავის სატკივარია. მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში. სამწუხაროა და მიუღებელია რა თქმა უნდა ფაქტი, რაც პანკისში მოხდა და მინდა ვუთხრა ამ ახალგაზრდების ოჯახის წევრებს, რომ ჩვენ განვიცდით ამ საკითხს, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის საკითხი რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს. საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი