დილის საათებში კახეთის 6 მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
09-07-2017, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 9 ივლისის დილის საათებში კახეთის ექვს რაიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული 544 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 80-ზე მეტი რაკეტა.

  

 

როგორც Guardian.ge-ს „დელტა“-დან აცნობეს, რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 9 ივლისის ღამის საათებში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, და ყვარლის მუნიციპალიტეტები.

 


„კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო.

 


9 ივლისის დილის 04:40 სთ-დან 08:27 სთ-მდე ღრუბლები 80-ზე მეტი რაკეტით დამუშავდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო ზოგიერთ ზონაში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით განხორციელდა.

 


დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა, ნალექის უმცირესი ნაწილი კი სეტყვის სახით სოფლების აფენის, ცოდნისკარის, გავაზის, შაშიანის და ველისციხის ტერიტორიაზე სროლებისთვის შეზღუდულ ზონაში საკარმიდამო ტერიტორიაზე ჩამოიცალა“, აცხადებენ „დელტა“-ში .

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი