გიორგი კვირიკაშვილი: „135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ჩვენი ოპოზიცია, გახლავთ დაკარგული არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად“
09-07-2017, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისი მთავრობის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას „არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში“. მან ხაზი გაუსვა, რომ „135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ჩენი ოპოზიცია, ოპოზიციის ნაწილი, გახლავთ დაკარგული არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად“.

 


„ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება. ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში“, აღნიშნა პრემიერ მინისტრმა და ოპოზიციას „აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორების“ გავრცელებაში დასდო ბრალი.

 

 

 


„ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, რომ ჩვენ ეს საკითხი თითქოსდა აღარ გვაქვს პირველი და თავიანთი სხვადასხვა გამოკითხვის მეშვეობით ცდილობენ, ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე და ა.შ. შრეში. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას, ეს იყო ჩემი უმთავრესი თემა. მე იქ ხაზგასმით აღვნიშნე - ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველი საკითხი ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. ეს იყო ჩემი სიტყვები. მინდა, ეს თქვენ იცოდეთ, რადგან ეს არის სიმართლე“, განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის თქმითაც „135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ჩვენი ოპოზიცია, ოპოზიციის ნაწილი თუ გნებავთ, გახლავთ დაკარგული არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად“.

 


„ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა და ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე - მშვიდობით, რა თქმა უნდა და მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით და რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემთ არავის საშუალებას, იმ ადამიანებს, და ადამიანები არ იცვლებიან, რომლებმაც 26 წელი ჩაკეტილ წრეზე ატარეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ამ წრეზე შეგვიყვანონ. ეს არის გამორიცხული. ჩვენ აუცილებლად, ძნელია, მაგრამ ცივი გონებით, გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს“, თქვა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი