ლონდონის „ქამდენის დახურულ ბაზრობაზე“ მდებარე დიდ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც კი საგანგებო სამსახურში სატელეფონო შეტყობინება შევიდა, შემთხვევის ადგილისკენ თავდაპირველად 8 სახანძრო მანქანა და დაახლოებით 60 მეხანძრე იქნა გაგზავნილი, თუმცა სახანძრო ბრიგადა მალევე 10 მანქანამდე და 70 მეხანძრემდე გაიზარდა.
როგორც ბრიტანული „ინდიფენდენტი“ ლონდონის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, „ბაზრობის შიგნით მდებარე შენობას ცეცხლი უკიდია და იგი მოდებულია შენობის პირველ, მეორე და მესამე სართულებზე, ისევე როგორც სახურავის ნაწილზე... და ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია“.
„ინდიფენდენტის“ ცნობით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა და ადგილობრივი დროით დილის სამი საათისთვის (თბილისის დროით დილის 6 საათი) მეხანძრეები ჯერ კიდევ ებრძოდნენ ცეცხლს, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.