ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზია დაიწვა
10-07-2017, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზიაა დამწვარი. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

მათი ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

 

 

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე, სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. ირაკლი კაკულიას განცხადებით, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.

 

 

არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც გაეცნო.

 


ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შერეული საქონლით ვაჭრობენ, ხანძარი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. ცეცხლს 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა.

 


ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თავად მოვაჭრეები ხანძრის სპეციალურად გაჩენის შესახებ საუბრობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი