საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეული უკრაინაში გაემგზავრა. ქართველი სამხედროები ყოველწლიურ საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ იღებენ მონაწილეობას, რომელიც დღეიდან 23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
თავდაცვის უწყების განმარტებით, სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინაციას, საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და ამფიბიურ ოპერაციებს ისახავს.
„სწავლება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდლობისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი მასპინძლობით ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში იმართება და მასში ქართულ ოცეულთან ერთად აშშ-ის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, კანადის, მოლდავეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
ქართული ოცეული სწავლების საზღვაო ქვეით კომპონენტში ჩაერთვება. ქვედანაყოფის 2 ოფიცერი „შიროკი ლანის“ პოლიგონზე განთავსებულ მრავალეროვნული ბატალიონის შტაბის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აშშ-ის მე-6 ფლოტის და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მყვინთავებთან ერთად ოდესაში განთავსდება და სამხედრო და სამოქალაქო პორტებში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლის.
„Sea Breeze 2017“-ის ფარგლებში ქვეითი ოცეული ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, პატრულირებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში, ამფიბიურ ოპერაციებში, საჰაერო დესანტირებასა და ბრძოლა დასახლებულ პუნქტებში გაივლის. ქართველი სამხედროები სპორტულ ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან.
II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ოცეულს იგივე სწავლებაში მონაწილეობა 2008 წელსაც აქვს მიღებული", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.