შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს.
უწყება ფოთში, ბაზრის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციასაც ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 10 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში, 06:52 საათზე იმყოფებოდნენ.
ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით, მოხდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხობიდან და ფოთის პორტიდან.
ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.
ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება 08:29 საათზე შეძლეს, ხოლო ლიკვიდაცია – 09:00 საათზე დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.