საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთის რეგიონს სტუმრობს. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, მთავრობის მეთაური ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს ეწვია.
პრემიერმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცა და წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამონასტრო კომპლექსის შესასვლელთან პოლონელ ტურისტებსაც გაესაუბრა. პრემიერ-მინისტრს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.