„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ირწმუნება, რომ „ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა“.
„ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის დე ფაქტო მმართველი დიქტატორი ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა... სადაც ივანიშვილი მკურნალობს, ჩაბრძანდა „გაზპრომის“ მმართველი მილერი, პუტინის სახელით და შეეცადა გაეგებინებინა მისი გარემოცვისა თუ მისთვის, რომ გადააბაროს ძალაუფლება სხვა ოლიგარქს, არანაკლებ ქურდსა და ყაჩაღს, ამ შემთხვევაში საუბარია კალაძეზე. პროცესს დაემთხვა პუტინის მრჩეველთა მასობრივი შემოსვლა საქართველოში, მათ მიერ თათბირების ჩატარება საკუთარ აქტივთან“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ „მილიონერთა უპატრონოდ დატოვებულ ბანაკში დაიწყება სასტიკი ბრძოლა ძალაუფლებისა და ხალხის ქონების შემდგომი გადანაწილებისათვის“.
„მე ვურჩევ ივანიშვილს თუ აქვს ამის უნარი გამოვიდეს და ახსნას მის მიერ შექმნილი ქაოსიდან გამოსვლის გზები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავერთიანდეთ ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რათა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ეფექტური ხელისუფლება. ესაა უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, სხვა ყველაფერი არის კოსმეტიკური ცვლილებები, დღეს ეს სჭირდება საქართველოს“, აღნიშნა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.