პრეზიდენტის აზრით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი „ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტის“ შეჩერებაა
10-07-2017, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად „ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტის“ შეჩერებასა და კონსტიტუციის ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვას მიიჩნევს.

 

 

„7 ივლისს, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსესუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა. “ქართული ოცნების” განმარტებით, ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა. 

 

 

 

სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე, არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო.

 


მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე.წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია.

 

 

შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი: პირველ რიგში შეჩერდეს ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი. კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი“, განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი