იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევსა და სოფელ ხევაშენში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა.
ადიგენის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში გაიზარდა წყლის დებეტი და სოფლებში საუბნო და ინდივიდუალური დაქსელვა განხორციელდა, სისტემა სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრებ ასეულობით ადამიანს. სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, მისი ღირებულება 85 904 აშშ დოლარს შეადგენდა.
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ არასამთავრობო პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად ორშაბათს შესრულებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს და ობიექტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.