კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მესტიაში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩააბრძანეს
10-07-2017, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კვირას, მესტიის მუნიციპალიტეტში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩააბრძანეს. მესტიის საკათედრო ტაძარში ხატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.

 

 

(ტექსტში გამოყენებულია მესტიის გამგეობის პრესსამსახურის ფოტოები)

 


როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, სხვადასხვა სოფლის სამღვდელოების წარმომადგენლების მიერ ერთობლივი წირვები და პარაკლისები შესრულდება, რის შემდეგაც, წინასწარ გამოყოფილ დარბაზში მოეწყობა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და გაიმართება ფილმის ჩვენება.

 

 

 


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს საპატრიარქოსა და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ორგანიზებით ჩააბრძანეს. მხარდამჭერები არიან საქართველოს მთავრობა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

 

 

 


აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოსალოცად საქართველოს რეგიონებში ერთი წელი და 4-თვე იმოგზაურებს. ეს მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს - ავტოკეფალიის აღდგენის მე-100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან მე-40 და დაბადებიდან 85-ე წლისთავს უკავშირდება.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი