ირაკლი ღარიბაშვილი: კახელმა კაცმა დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია და შედეგიც სახეზეა
15-04-2015, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების პოტენციალი, მინერალური – სამკურნალო წყლის უნიკალური რესურსი, თიხის დიდი მარაგი, აგურის, რკინა-ბეტონის წარმოებისა და ტყავის გადამუშავების რესურსი, მეფრინველეობის განვითარების პერსპექტივები,- კახეთის ეკონომიკური პოტენციალი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

 
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კახეთის რეგიონის ბუნებრივ რესურსებზე, მის ეკონომიკურ- ტურისტულ პოტენციალზე და ბიზნესმენებს საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა.

 
“ჩვენ რეალური საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ კახეთში საინტერესო ბიზნესპროექტები განხორციელდეს. დღეს რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 224 მილიონი ლარია. ინვესტიციები ჩაიდო თელავში, საგარეჯოში, სიღნაღში, ყვარელში, ახმეტაში სასტუმროების მშენებლობის, ღვინის წარმოების, ნავთობის მოპოვების და სხვა მიმართულებით. ჩვენი მთავრობის პოლიტიკამ, ბიზნესის ხელშეწყობამ, თანამიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა ინვესტიციების ზრდის ტენდენცია რეგიონში. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ბიზნესმენებს, რომ დაინტერესდნენ ამ შესანიშნავი მხარით და აქ განახორციელონ მათთვის საინტერესო ბიზნესპროექტები,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რომლებიც ძირითადად ჩაიდო ენერგეტიკაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, ვაჭრობასა და განათლებაში, კომუნალურ მომსახურებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

 
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში გაცემულია 10 ათას 122 სესხი – საერთო ღირებულებით 443 მილიონზე მეტი ლარი. ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 34 ახალი საწარმო, რომლებისთვისაც გაიცა 21 მილიონი ლარის სესხი. გარდა ამისა, გადაიარაღდა 267 საწარმო, რომლებსაც მიეცათ 53 მილიონ 680 ათასი ლარი,”-განაცხადა პრემიერმა.

 
მანვე ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში კახეთში მოიხნა 88 ჰექტარზე მეტი მიწა, ხოლო 2013-2014 წლებში 209 ათას 829 ბენეფიციარმა მიიღო 43 მილიონზე მეტი ლარის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და 6 მილიონი ლარის სარგებელი მიწის სამუშაოების სახით. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 99 ათას 591 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 9-მილიონ-ნახევარზე მეტი ლარის ღირებულების სარგებელი.


“მთავრობის ამ პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ კახელმა კაცმა დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია და შედეგიც სახეზეა – 2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
I really thank you for the valuable info on this great subject and look forward to more great posts mm8bet
1 ივნისი 2022 23:27
#1   tech
      
Hi there, I found your blog via Google while searching for such kinda informative post and your post looks very interesting for me แทงไฮโล
29 აპრილი 2022 02:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი