მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას პრემიერ მინისტრს შეხვდა
11-07-2017, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის პრემიერ მინისტრმა პაველ ფილიპმა ქალაქ კიშინეუში გამართული შეხვედრის დროს.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებს დაეთმო.

 

 

„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოლდოვის პრემიერს გადასცა საქართველოს პრემიერ მინისტრის გულითადი მოკითხვა და აღნიშნა რომ საქართველოს მთავრობის მეთაური პირადად არის დაინტერესებული საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობა განვითარდეს ყველა სტრატეგიული მიმართულებით.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობის შესამჩნევ დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით. დადებითად შეფასდა მიმდინარე წელს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებს. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლის ზრდას, ასევე მოლდოველი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ გამოხატულ მზარდ ინტერესს.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ ფილიპს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ლიბერალურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოველი პრემიერი მოიწვია თბილისში აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე „Tbilisi Road and Belt Forum” მონაწილეობის მისაღებად. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსა და მოლდოვას საერთო მიზნებისა და ინტერესების განხორციელებაში, რაც უკავშირდება აღნიშნული ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არსებულ გამოწვევებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორივე ქვეყანა დაინტერესებულია გაიზიაროს ურთიერთგამოცდილება სახელწმიფოს განვითარების, წამატებული რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს წარმატებული რეფორმებით საჯარო ადმინისტრირების, სამოქალაქო სერვისების და საგადასახადო სისტემების სფეროში", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი