საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
11-07-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კიშინეუში მოლდოვის ვიცე პრემიერს, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრს, ანდრეი გალბურს შეხვდა.

 

 

საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს გაესვა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში ემთხვევა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 25 წლისთავს. მან მადლობა გადაუხადა კოლეგას აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე წამოყენებული ინიციატივები და იდეები მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, ასევე თავად ევროკავშირისთვის. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების პროცესში.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში თანამშრომლობის განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მათ შორის წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობა სამართალდამცავი, თავდაცვის, იუსტიციის, საბაჟო, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას შორის მიმდინარე წლის აპრილში პირველი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რაც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის მაჩვენებელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 60%-ით გაზრდილია. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. აღინიშნა მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ.

 

 

ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას თანამშრომლობას საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში. აღინიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდის განვითარებებზე და მადლობა გადაუხადა მოლდოვას საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

 

 

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი