თბილისის მერი დავით ნარმანია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენით სამუშოებს გაეცნო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ ეტაპზე პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბურ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიამ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სრულად შეცვალა 355-მმ-იანი და 160-მმ-იანი წყალსადენის 1.5კმ სიგრძის ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კი განახლებულ ქსელზე 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გეგმა-გრაფიკი, რაც ჩვენ თავიდანვე შევადგინეთ ამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და ჩამორჩენა არც ერთი დღე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე ასე ვთქვათ მძიმე და რთული სამუშაოების ძირითადი ნაწილი არის შესრულებული, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას და ეს სამუშაოები გრძელდება პარალელურ რეჟიმში. ამ თვეში ძირითადად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები მორჩება, რათა შემდეგ უკვე დავიწყოთ სხვა სამუშაოები, რაც გულისხმობს ტროტუარების კეთილმოწყობას, ასფალტის საფარის მომზადებას, ამის შემდეგ კი გადაერთვება მოძრაობა მეორე მხარეს და ანალოგიურად იქითაც მოწესრიგდება ეს ნაწილი“, განაცხდა დავით ნარმანიამ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის გამზირზე გეგმის 60% უკვე განახორციელა, წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები, კომპანიის მხრიდან 11 აგვისტოს საბოლოოდ დასრულდება“, განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ.
ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალი ეტაპი, 1000-მმ-იანი და 900-მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის აღდგენა დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.