თინა ხიდაშელი „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე: მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, კრემლის კარზე ჩაანაცვლონ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მანამდე უფრო პოპულარულები იყვნენ მოსკოვისთვის
11-07-2017, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, კრემლის კარზე ჩაანაცვლონ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მანამდე უფრო პოპულარულები იყვნენ მოსკოვისთვის“, აღნიშნული განაცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, „პატრიოტთა ალიანსის" წევრების დღეს დუმაში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

როგორც მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, იგი ფიქრობს, რომ საქართველოს ეს შეხვედრა სარგებელს არ მოუტანს.

 

 

„ალბათ, გვექნება მორიგი კადრები „პაკლონაია გორადან“ რუს პოლიტიკოსებთან ერთად, ამჯერად პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკოსების. ეს არის ერთადერთი შედეგი, რომელსაც ეს ვიზიტი მოიტანს. თუკი მანამდე ჩვენ რუსეთში მოსიარულე მხოლოდ არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები გვყავდა, სამწუხაროდ, ახლა საპარლამენტო ტრიბუნით მოსარგებლე პოლიტიკური ძალაა. ეს რუსეთისთვის ძალიან სასარგებლოა, ჩვენი ქვეყნისთვის ამაში სარგებელი არაფერია“, განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი