საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ „არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს“.
მისი თქმით, შემდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება მოხდება.
„მეორე მოსმენით ჩვენს მიერ მიღებულ კონსტიტუციის დაბრუნება არის გამორიცხული. შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ. არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს“, განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.