საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარს, ამერიკელ პოლიტოლოგს, ლინკოლნ მიტჩელს უმასპინძლა. თავდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.
ლევან იზორიამ ლინკოლნ მიტჩელს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკელ ექსპერტთან. ის კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, დაინტერესებული იყო თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებით. მიმოვიხილეთ ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ამ ჭრილში გავაანალიზეთ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს პასუხი, რამდენად ადეკვატურია ჩვენი რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიასთან და რამდენად ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. ლინკოლნ მიტჩელი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფება. ამერიკელი მკვლევარი ყოველწლიურად თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაშიც რეგულარულად მონაწილეობს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.