საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„განცხადებები იმის თაობაზე, რაც ისმის ბოლო დროს, რომ უშიშროების საბჭოს არ ეხება ოკუპაცია; რომ კონსტიტუციის განხილვა არ ეხება ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, ჩვენი აზრით, ზოგადად სცილდება კომენტირების ზღვარსაც კი. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი კი არ არის იზოლაციაში, არამედ მმართველი გუნდი აღმოჩნდა იზოლაციაში, რასაც ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით. სამწუხაროდ, იქმნება საფრთხე, რომ მმართველი გუნდი ამ განცხადებების საფუძველზე გახდეს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი", განაცხადა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.