"ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებული იქნება და ფუფუნება არა გვაქვს ჩვენ, რომ ერთმანეთი მივფანტოთ," ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “ნანუკას შოუში” მასსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრისას გააკეთა.
“კონფერენეციაზე შევხდი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს და ვუთხარი,რომ თქვენ უკვე იმითაც კი ღირებული ხართ, რამდენი შეცდომა დაუშვით, წახვედით ოპოზიციაში, ახლა შანსი გაქვთ, გააანალიზოთ ეს შეცდომები”, იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებული იქნება და ფუფუნება არა გვაქვს ჩვენ, რომ ერთმანეთი მივფანტოთ. გარდა ამისა, გულწრფელად გეტყვით, არც ერთი პარტია არ არსებობს საქართველოში და უახლოეს პერიოდში არ იარსებებს, რომელიც იქნება თვითკმარი, გამოიყვანოს ქვეყანა ამ სირთულეებიდან. ამიტომ, ჩვენ ყველა ვარიანტში მოგვიწევს, "ქართულ ოცნებაშიც" ვინც არის პროფესიონალი, დღეს მთავრობაში ვინც საქმეს აკეთებს, ყველამ ერთმანეთი უნდა დავიყენოთ გვერდში. ამიტომ, ამ გადმოსახედიდან, მე მართლაც მაქვს ასეთი დამოკიდებულება – არაპარტიულ-პარტიკულარული. მაგრამ რეალობა ასეთია, ჩვენ ერთად მოგვიწევს ამ კრიზისის სიღრმიდან ქვეყნის გამოყვანა. ” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.