ირაკლი კობახიძე: ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში
11-07-2017, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციების გამართვის საკითხთან დაკავშირებით.

 

 

კობახიძის თქმით, ოპოზიციის ყველა წინადადება ყურადღებით იქნება განხილული.

 

 

„ჩვენ გვქონდა ჩვენი წინადადებები და ეს ავსახეთ დოკუმენტში. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული და ასახული დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, თავისი წინადადებები უნდა წარმოადგინოს ახლა უკვე ოპოზიციამ. ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში.

 

 

შეიძლება წინადადებები იყოს ერთზე უფრო მეტი და ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ თითოეულ ამ წინადადებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისი თქმით, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე დაახლოებით სამი თვეა დარჩენილი, რაც საკმარისი დროა იმისათვის, რომ შედგეს კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი