საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ელჩებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო.
„პრეზიდენტმა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ უკანონო ქმედებებთან და მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ახორციელებს.
გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაგმონ და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და იმ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.
გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან განიხილა საქართველოს შიდა პროცესები და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ პროცესში მხარეებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი კონსენსუსის მიღწევაა", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.