პროკურორი: ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო
11-07-2017, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო როგორც შპს-ს მამაო, აღნიშნული განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, სასულიერო პირი ყოველთვიურად სხვადასხვა რაოდენობის ხელფასსა და სახელმწიფო პრემიასაც იღებდა.

 

 

„დაიკითხა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ, ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის, საახალწლოდ პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, ბრალდებულს სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და სხვადასხვა უსაფუძვლო გამდიდრებით, მათ შორის, საპატრიარქოს ქონების მეშვეობით", განაცხადა პროკურორმა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა განახლდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი