პირადად ჩემსა და პრემიერ მინისტრს შორის არის სრული კოორდინაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს კონსულტაციები. მისი განცხადებით ერთადერთი, რაც არ გადაიხედება არის გარკვეული საკითხები, რომელიც კონსენსუსის მთავარი საფუძველი იყო მმართველი გუნდის შიგნით.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის არის სრული კოორდინაცია. პირადად ჩემსა და პრემიერ მინისტრს შორის არის სრული კოორდინაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს ერთნაირი პოზიცია და ერთნაირი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. მიდგომა მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ ველოდებით ოპოზიციის წინადადებებს. ეს წინადადებები შეიძლება შეეხებოდეს სხვადასხვა საკითხს, თითოეულ საკითხს ჩვენ მივუდგებით მთელი ყურადღებით.
კონსულტაციები შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ საკითხს. ჩვენ სუფთა ფურცლიდან ვართ მზად, რომ დავიწყოთ ეს კონსულტაციები. ერთადერთი, არის გარკვეული საკითხები, რომელიც იყო კონსენსუსის მთავარი საფუძველი მმართველი გუნდის შიგნით და ბუნებრივია ეს საკითხები ვერ გახდება გადასინჯვის საგანი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.