სოჭში ქართული დელეგაციის ნაწილი უკვე გაემგზავრა
04-02-2014, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სოჭში საქართველოს დელეგაციის ნაწილი, ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უკვე გაემგზავრნენ.


6 თებერვალს კი, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის სოჭს ქართველი სპორტსმენები ესტუმრებიან. ოლიმპიადაში საქართველოს სახელით სამი მოთხილამურე და ერთი მოციგურავე იასპარაზებენ.


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელის განცხადებით, ზამთრის სპორტი საქართველოში განვითარებული არ არის და ამიტომ, ძალიან რთული იქნება მედლებზე საუბარი, მაგრამ როდესაც სპორტსმენს აქვს ოლიმპიური ლიცენზია, მას აქვს შესაძლებლობა წარმატებისთვის ბრძოლისა.


"ჩვენს გუნდში არის ელენე გედევანიშვილი, რომელიც საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია, იგი ორ გზის ევროპის პრიზიორია. შანსი ნამდვილად არსებობს, რომ წარმატებისთვის იბრძოლონ, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლა იქნება თუ არა, ეს სოჭში გამოჩნდება"- განაცხადა ხაბელოვმა.


ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრს შეხვდება.


სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს, თბილისის დროით 20:15 წუთზე დაიწყება.


თბილისი-სოჭის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს, ოლიმპიადის მანძილძე, ავიაკომპანია "აირზენა" კვირაში ორჯერ შეასრულებს.

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/sazogadoeba/36446-sotcshi-qarthuli-delegaciis-natsili-ukve-gaemgzavra.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი