საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დღეს საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერა არ გააჩნია და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონეზე ქვეყანას „ჭირისუფალი“ არ ჰყავს და ეს გასაგებიცაა რადგანაც, მისი თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2012 წელს „აფერისტს“ ეძახდა და „ეს არის ის პრეზიდენტი, მაშინ ბიზნესმენი, რომლის პროექტსაც შეურაცხყოფა მიაყენა პირადად ივანიშვილმა“, ხოლო კვირიკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის დროს იგი ტრამპის კაბინეტში პრეზიდენტთან სურათის გადასაღებად „მაგიდის გვერდზე აატუზეს“, რაც დამამცირებელი ფაქტია.
„რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, ჩვენ ჭირისუფლები აღარა გვყავს. გვყავს ასე, ფორმალურ დონეზე, რომ ზოგადად, რეგიონს არ ვთმობთ. მნიშვნელოვანია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები კეთდება დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ პრეზიდენტის დონეზე ვერ ავიყვანეთ. ვნახოთ ვინ არის ეს პრეზიდენტი? ეს არის ის პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ეძახოდა აფერისტს. იძახოდა, რომ ეს არის დიდი აფიორა, ბათუმის მისი პროექტი. მისი მომხრეები მუდმივად ადარებდა, ღლიცინებდნენ იმაზე, რომ ტრამპი უფრო ღარიბია, ვიდრე ივანიშვილი. ამოიღეთ მაშინდელი ვიდეოკადრები და „ქართული ოცნების“ მთელი ელიტა დასეირნობდა ტრამპის სახელზე და ფეხქვეშ თელავდა. ეს არის ის პრეზიდენტი, რომლის პროექტი შეაჩერეს, ეს არის ის პრეზიდენტი, მაშინ ბიზნესმენი, რომლის პროექტსაც შეურაცხყოფა მიაყენა პირადად ივანიშვილმა არაერთხელ და მისმა თავგადაკლულმა მომხრეებმა და ერთი ვითარება იქნებოდა, ყოფილიყო ის მთავრობა რომელთანაც ერთად ავითარებდა ტრამპი ამ პროექტებს, რომელთანაც ერთად ჰქონდა პირადი ურთიერთობები და მეორე, ივანიშვილი... გვერდზე რომ დაიყენა პრემიერი, სახელიც აღარ მახსოვს, კვირიკაშვილი, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, სირცხვილის გრძნობა არ ჰქონდა არავის? უი, რა კაია მიიღო კვირიკაშვილი, პატარა ბიჭივით რომ იყო ატუზული მაგიდის გვერდზე, აი, ასე სადღაც, ატუზული, ბიჭი, აი, ასე, პრემიერ მინისტრი და ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკებოდა და ეს უხაროდათ რომ ერთი წუთით დაიყენა მაგიდის გვერდზე სურათის გადასაღებად, ხალხო. თეთრ სახლში მე მქონდა მრავალი შეხვედრა, შეხვედრების პროტოკოლი როგორც წესი იყო, საათნახევრიდან მრავალ საათამდე, იმიტომ, რომ იყო შეხვედრები როცა სადილი ერთვოდა თან, ერთობლივი პრესკონფერენციები, ბუში ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ობამამ მიმიღო ვრცლად და დეტალურად, სრული დაცვით დიპლომატიური პროტოკოლის. ეს რა იყო? აი, ესე, პატარა ბიჭივით გაყენებენ გვერდზე, არავინ არა ხარ, კაცის კაცი, ყველამ იცის, ინფორმირებულია, კაცის კაცი არავის არ უნდა. შემდეგ გვიხაროდა, ნახე რამხელა წარმატებაა, მაგიდის გვერდზე აატუზეს“, განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას და დაამატა, რომ „თავის დროზე ვუყვირე მე პრეზიდენტ ბუშს“, როცა საქმე საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას ეხებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.