საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელი პირისაგან ზოგჯერ საჭიროა გადამწყვეტი და გაბედული ქმედებები, „შეტევა და კარების ატალახება“, რადგან „უბრალოდ წაწოლილი ელემენტები“ არავის არ უყვარს და ამის მაგალითად აშშ-ის და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებთან, ჯორჯ დაბლიუ ბუშთან და ნიკოლას სარკოზისთან 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის ურთიერთობები გაიხსენა.
„გახსოვთ, რა კონცეფცია იყო, ივანიშვილმა რა თქვა? ივანიშვილმა თქვა შემდეგი რაღაცა, რომ ჩვენ არ უნდა შევაწუხოთ, ფეხებში არ უნდა გავებლანდოთ ჩვენი პრობლემებით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვაღიზიანებთ. კიი, შეიძლება მე ვაღიზიანებდე ვიღაცას, ვაღიზიანებდი. თავის დროზე პრეზიდენტ ბუშს, ხმა ავუწიე და ვუყვირე ტელეფონით, როდესაც ტანკები თბილისისკენ მოდიოდა, ვუყვირე ამერიკის პრეზიდენტს და რა გამოსავალი მქონდა? ჩემი სამშობლო იყო სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, ჩვენი ქვეყანა, და გაჭრა, ამანაც გაჭრა, ხანდახან ესეც არის საჭირო, თუმცა ძალიან დიდი მეგობრული ურთიერთობები გვქონდა მანამდეც და იმის შემდეგაც რომ ვხვდებოდით, მაგრამ საჭიროა შეუტიო, შეახსენო, კარები აუტალახო ბოლომდე, თუ საჭიროა ნამუსზე ააგდო. ზუსტად ასეთივე ურთიერთობა მქონდა სარკოზისთან. სარკოზი მრავალი საათი მარწმუნებდა რომ მომეწერა ხელი საქართველოს კაპიტულაციაზე, ყვიროდა, დახტოდა, მოწმეები მაინც იყვნენ ამისი ახლა, იგივე ვინც იყო იმ საუბრის დროს, ძალიან ბევრი და მე ვუთხარი - არა! მაშინ ასე იქნება - იქნება, იქნება, მე კაპიტულაციაზე არ მოვაწერ ხელს-მეთქი. და მერე ეს რომ გავაკეთე, ამის მერე სარკოზიმ დამპატიჟა დიდი ოფიციალური ვიზიტით, დიდი პატივით მიმიღო იმიტომ, რომ არავის არ უყვარს ქვეშაფსიები და უბრალოდ წაწოლილი ელემენტები. ყველას უნდა, მაინც პატივისცემას იმსახურებს შენი ინტერსების დაცვა, ეს ყოველთვის ასეა“, განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.