თურქეთისთვის „სანუგეშო“ იქნება თუკი ევროკავშირი განაცხადებს, რომ ქვეყანას ბლოკის წევრ სახელმწიფოდ არ მიიღებენ, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა BBC-სთან საუბარში.
გადაცემა HARDtalk-ში ზეინაბ ბადავისთან საუბრისას მან თქვა, რომ თურქეთს „შეუძლია თავის საკუთარ ფეხზე დგომა“.
მან ასევე უარყო, რომ ქვეყანამ 150 ჟურნალისტი ჩასვა ციხეში, განაცხადა რა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მხოლოდ 2 ადამიანია, რომელსაც პრესის საბუთი გააჩნია.
ერდოღანის მიერ აღნიშნული განცხადებების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთმა პატიმრობის ხანგრძლივობა გაუგრძელა „ამნისტი ინტერნეშენალის“ ადგილობრივ დირექტორს და სხვა 9 პირს.
იდილ ეზერი, ადამიანის უფლებების 7 სხვა აქტივისტთან და 2 უცხოელ ტრენერთან ერთად 5 ივლისს უსაფრთხოების და ინფორმაციის მართვა-გამგეობის სემინარზე დააპატიმრეს.
აღნიშნულ 10 პირს ბრალად ედებათ „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობა, თუმცა „ამნისტი“ აცხადებს, რომ უცნობია რომელი ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობაზეა ლაპარაკი.
მათმა დაპატიმრებამ საერთაშორისო დონეზე გამოიწვია შეშფოთება და გაზარდა შიშები, რომ პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის ქვეშ გამოხატვის თავისუფლება ჩახშობილია.
ეს წუხილი ქვეყნის ევროკავშირის წევრად მიღების გზაზე დამაბრკოლებელი და გზის ამბნევი გახდა, მაშინ როცა პრეზიდენტმა ბრალი დასდო ბლოკს იმაში, რომ ის თურქეთს დროს ფუჭად აკარგვინებს, წერს BBC.
„ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი სიტყვების. თუკი ევროკავშირი პირდაპირ და უკმეხად განაცხადებს - ‘ჩვენ არ შეგვიძლია თურქეთის ევროკავშირში მიღება’ - ეს სანუგეშო იქნება ჩვენთვის. მაშინ ჩვენ წარვადგენთ ჩვენი გეგმის „ბ“ და „ც“ ნაწილს.
„ევროკავშირი არ არის შეუცვლელი ჩვენთვის... ჩვენ დასვენებულები ვართ.
„მაშინ როცა მე პირველი ვადით ვსაქმიანობდი პრემიერ მინისტრის პოსტზე, თურქეთს ევროპის კავშირის ლიდერების სამიტების განმავლობაში აღწერდნენ ქვეყნად, რომელმაც დაასრულა წყნარი რევოლუცია. მაგრამ ახლა იგივე ევროკავშირი უკვე არა მხოლოდ არ გვიწვევს ჩვენ ლიდერების სამიტებზე - ისინი ასევე ჩვენ დროს ფუჭად გვაკარგვინებენ. აი, ასეთი მდგომარეობაა ამ წუთას“, უთხრა BBC-ს თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქების უმრავლესობას „ევროკავშირი უკვე აღარ უნდა“ და ისინი ფიქრობენ, რომ მისი მიდგომა თურქეთისადმი „არაგულწრფელია“.
„მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ, ცოტა მეტ ხანს, განვაგრძობთ ვიყოთ გულწრფელები ევროკავშირთან. შევხედავთ, თუ რას მოიტანს ეს ჩვენთვის“, თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.