პრემიერი მფრინავებს, მაშველებსა და მეხანძრეებს: ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და საქართველო არის ერთიანი თქვენი უდიდესი გმირობის დაფასებაში
12-07-2017, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და საქართველო არის ერთიანი თქვენი უდიდესი გმირობის დაფასებაში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს, მაშველებსა და მეხანძრეებს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული, წარმატებული ურთულესი სამაშველო ოპერაციისთვის ღირსების ორდენები გადასცა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს - ეკიპაჟის მეთაურს, ბესიკ გაბიანს და ეკიპაჟის წევრებს ბესიკ ბაკურიძეს, შალვა შალიბაშვილსა და დიმიტრი ქააძეს. პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა უდიდესი გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ავლენენ.

 


„სულ რამდენიმე დღის წინ მთელმა ქვეყანამ იხილა თქვენი გმირობა და ყველა სუნთქვაშეკრული უყურებდა იმ მართლაც ძალიან სულისშემძვრელ, მაგრამ ამავე დროს საამაყო კადრებს, როდესაც მფრინავებმა, მაშველებთან ერთად, გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე თქვენი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ასევე მთელმა ქვეყანამ ნახა, როდესაც სტიქიური უბედურების, შტორმის, წყალდიდობის თუ ხანძრის დროს, თქვენ, ჩვენმა მაშველებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ და ეს ყველაფერი მოხდა ამ ბოლო მოკლე პერიოდში. ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და უდიდეს მადლობას გიხდით მთელს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რომ თქვენი დაჯილდოება ხდება თქვენი შვილების, შვილიშვილების თანდასწრებით და მინდა, ვუთხრა თქვენი ოჯახის წევრებს - ჩვენ, მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენი მშობლებით, თქვენი ბაბუებით, პაპებით, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს და სხვა ადამიანები სიცოცხლე იხსნეს. თითოეული დღე თუ ღამე, რომელსაც თქვენი მშობლები არ ატარებენ თქვენთან ერთად, ოჯახთან ერთად, სწორედაც რომ ეძღვნება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და თქვენ ყველანი, ისევე, როგორც ჩვენ, უნდა ამაყობდეთ. ჩვენ ვამაყობთ თქვენი გმირობით, ჩვენო მართლაც სასახელო ადამიანებო", მიმართა პრემიერმა მაშველებს, მფრინავებსა და მეხანძრეებს.

 


სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და გამოჩენილი მამაცობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 თანამშრომელი დაჯილდოვდა. სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და 112-ის 17 თანამშრომელს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს მედალი - „მამაცობისთვის", ხოლო ორს - მადლობის სიგელი გადასცა. ღონისძიებას დაჯილდოებულთა ოჯახის წევრები და მათ მიერ გადარჩენილი მოქალაქეები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი