მიხეილ ჯანელიძე ვიცე პრემიერად დაინიშნა
12-07-2017, 02:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე პრემიერად დაინიშნა. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საგარეო მიმართულება.

 

 

მისივე თქმით, ამ დანიშვნით, კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში.

 


„ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, რომ საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებად“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

ვიცე პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი