საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ბრიტანელი მრჩეველი, კაპიტანი ახილეს ბარონი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ბრიტანელ მრჩეველს მხარდაჭერისა და საქართველოში მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
კაპიტანი ახილეს ბარონი JTEC-ში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და ქართულ მხარეს კონსულტაციებს საველე სწავლებების მიმართულებით უწევდა.
დაჯილდოების ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.