სასტუმრო „მერკურიში“ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017-ის“ საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა კონფერენციაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარება უსურვა.
სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების და სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნების დეტალებს იხილავენ. სამხედროები სინდიკატებად არიან დაყოფილნი და სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს საბოლოოდ აჯამებენ.
კონფერენცია 13 ივლისს დასრულდება.
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყება. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას საქართველო და პარტნიორი ქვეყნები - აშშ, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, უკრაინა და სომხეთი მიიღებენ. წვრთნები საშტაბო და საველე ფაზებს მოიცავს და მისი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.