საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2"-თან ინტერვიუს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, მაინც დავწერ. PACE-ს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ). მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს”, წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.