თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ქოჩიაშვილის ინიციატივით დასუფთავების აქცია ჩატარდა.
თერჯოლის გამგეობის ცნობით, აქციაში მონაწილეობა გამგეობისა და ა(ა)იპების თანამშრომლებმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიიღეს.
თემურ ქოჩიაშვილმა ქალაქის ცენტრი კიდევ ერთხელ დაათვალიერა, მოსახლეობასა და გარე მოვაჭრეებს გაესაუბრა და სისუფთავის დაცვისაკენ მოუწოდა.
„დასუფთავდა ქალაქის ცენტრი, საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორია. ზოგადად, თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის დასუფთავების აქცია ტრადიციად იქცა, რადგან ხშირად ბინძურდება ავტობანისა და ტურისტული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია. საზოგადოებას მოვუწოდებთ სისუფთავის დაცვისა და გარემოს მოვლისაკენ.
გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაყარეთ ნაგვის ურნებში, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე", აცხადებენ თერჯოლის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.