ანტარქტიკიდან, სადაც ახლა შუა ზამთარია, სულ ახლახან ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოსწყდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. იგი დაახლოებით, ტრილიონი ტონისაა.
როგორც BBC იუწყება, წინასწარი შეფასებით, ყინულის გიგანტური თოში უხეში გათვლებით 6,000 კვ.კმ-ს დაფარავს, რაც დაახლოებით უელსის ზომის მეოთხედია (შენიშვნა: კახეთის ნახევარ ფართობზე მეტი). აისბერგზე სამეცნიერო დაკვირვება შეერთებული შტატების სატელიტიდან მაშინ განხორციელდა, როცა მან ლარსენის რეგიონად ცნობილ ყინულოვან შელფს ჩაუარა.
BBC -ის ცნობით, მეცნიერები ამას მოელოდნენ. ისინი ერთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ლარსენის დიდი ყინულის განვითარებას, რომლის მოწყვეტის პროცესიც 2014 წლის შემდეგ დაჩქარდა.
200 მეტრზე მეტი სისქის ბრტყელი აისბერგი დროის მოკლე პერიოდში ძალიან შორს, ძალიან სწრაფად ვერ გადაადგილდება, მაგრამ მასზე მეთვალყურეობა საჭირო იქნება. დინებებმა და ქარებმა ის საბოლოოდ შესაძლოა ანტარქტიკის ჩრდილოეთით გადაისროლოს, სადაც შესაძლებელია, რომ მან საზღვაო გადაზიდვებს შეუქმნას საფრთხე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.