შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება არ იგეგმება.
მისივე თქმით, კანონში ცვლილებები კი, გამორიცხული არ არის.
„კანონის გაუქმება არ იგეგმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ ამ კანონს გავაუქმებთ მაშინ, როდესაც შეწყდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. რაც შეეხება კანონში ცვლილებებს, მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ კანონში ცვლილებები განხორციელებულა წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, სწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, მომავალში ჩვენ ვიმუშავოთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისაკენ, ვინაიდან პრინციპი ამ კანონის გახლავთ, ერთი მხრივ, ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტის არსებობა და ეს იარსებებს; მეორე მხრივ, მის ამოცანას არ წარმოადგენს ადამიანების წინააღმდეგ რაიმე ქმედებების განხორციელება. ამიტომ ყველა ის ზომა იქნება მიღებული, რომელიც ჯდება ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკაში, ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკაში, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე, კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების დაახლოებაზე, მეტი სარგებლის მიწოდებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციიდან თუ ჩვენს პარტნიორებთან სხვა თანამშრომლობის ფორმატებიდან გამომდინარე სარგებლის მოწოდებაზე - ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებით გვქონდეს გარკვეული მსჯელობები, სიახლეები და ეს არ ეხება მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.