სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამტრედიის გამგეობის ცნობით, სამტრედია-ხონის ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალზე, ნაბაკევის თემის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე ქსელის სრულყოფის მიზნით, გარე განათების ლამპიონები ემატება.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ დაათვალიერა.
გამგეობის ინფორმაციით, ნაბაკევის თემის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე, სოფლის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების სისტემის აღდგენა 2016 წელს მოხდა, დღეს კი, ლამპიონების დამატება განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.