“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია გენერალ კალანდაძის პროკურატურაში წაყვანის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინდელი გადაწყვეტილება არასწორი იყო. ირაკლი ალასანია გიგი კალანდაძეს მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ მისი განცხადება თითქოს მას ჩვენების მიცემას სთხოვდა ტყუილი იყო. ამის შესახებ ალასანიამ “ნანუკას შოუში” ისაუბრა.
“ძალიან გული დამწყდა, როდესაც მან განაცხადა და მოიტყუა ის, რომ თითქოსდა მე მოვთხოვე მას ჩვენება მიეცა. დაჭერის საქმე, მე მგონია დღესაც, რომ ფორმა იყო აბსოლუტურად არასწორი და როდესაც მე მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ და შუაღამეს შემატყობინეს ამის შესახებ და მითხრეს, რომ ახლა უნდა წავიდეთ და ავიყვანოთ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს არ მომხდარიყო.
ეს არ იყო სწორი ფორმა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და პრემიერი იყო ჩაყენებული საქმის კურსში და აქედან გამომდინარე მოხდა ასეთი უსიამოვნო და ცუდი ფორმით. თორემ შეკითხვები არსებობდა, მაგრამ შეეძლოთ შეკითხვები ისე დაესვათ,” – ამბობს ირაკლი ალასანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.