„ქრონიკა +"-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 15 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მას ასევე სასამართლოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარება დაევალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.